სამოდელო გაკვეთილი,,დავით აღმაშენებელი”

27 მარტს ნანა ბიჭაშვილმა 9 დ კლასში( კლ.დამრიგებელი ლ.ახალაძე) ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,დავით აღმაშენებელი”.
გაკვეთილი იყო სამფაზიანი (პროვოცირება-პრეზენტაცია-შემაჯამებელი მსჯელობა)მასწავლებელმა მოსწავლეებთან მუშაობისას გამოიყენა შემდეგი ინტერაქტიული მეთოდები: ასოციაციური რუკა, კითხვები, პრეზენტაცია.
მასწავლებლისგან მოსწავლეებს ჰქონდათ დავალებული მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, საქართველოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალულ მდგომარეობაზე მე-11 საუკუნეში, ეთნოგრაფიული მასალა.
გაკვეთილის დასაწყისში ნანა მასწავლებელმა , ასოციაციური რუკის გამოყენებით ასაუბრა მოსწავლეები საქართველოს სოციალურ/პოლიტიკურ მდგომარეობაზე X საუკუნის ბოლოს. შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად (4 ჯგუფი) და პრეზენტაციის სახით წარადგინეს მოძიებული ინფორმაცია . გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური ლიდერის როლზე ქვეყნის ისტორიში.
გაკვეთილის ამსახველი მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/nanabichashvili/jVYlHB?feat=directlink
გაკვეთილს ესწრებოდა: ე.შიუკაშვილი,ნ.ჩხიკვაძე,ნ.ლობჟანიძე,ლ.ახალაძე,ქ. მამულაშვილი, სკოლის სასწავლო ნაწილი: მ.ჯიმშელაძე და სკოლის დირექტორი : ნ. ღოლიჯაშვილი

No comments:

Post a Comment