2008-2009 სასწავლო წელს ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები

  • ინტეგრირებული გაკვეთილი ,, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფო" / გეოგრაფია: ზ.ჯალიაშვილი, ისტორია:ნ.ბიჭაშვილი ? 11ა და 11ბ კლასები
  • სამოდელო გაკვეთილი ,, საქართველოს დიდი დამპყრობლები" / 11ბ კლასი
  • სამოდელო გაკვეთილი ,,თამარ მეფე" / 11ა კლასი
  • სამოდელო გაკვეთილი ,, დავით აღმაშენებელი" / 9დ კლასი
  • სამოდელო გაკვეთილი ,,პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევი საქართველოში" / 9დ კლასი

სამოდელო გაკვეთილი,,დავით აღმაშენებელი”

27 მარტს ნანა ბიჭაშვილმა 9 დ კლასში( კლ.დამრიგებელი ლ.ახალაძე) ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,დავით აღმაშენებელი”.
გაკვეთილი იყო სამფაზიანი (პროვოცირება-პრეზენტაცია-შემაჯამებელი მსჯელობა)მასწავლებელმა მოსწავლეებთან მუშაობისას გამოიყენა შემდეგი ინტერაქტიული მეთოდები: ასოციაციური რუკა, კითხვები, პრეზენტაცია.
მასწავლებლისგან მოსწავლეებს ჰქონდათ დავალებული მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, საქართველოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალულ მდგომარეობაზე მე-11 საუკუნეში, ეთნოგრაფიული მასალა.
გაკვეთილის დასაწყისში ნანა მასწავლებელმა , ასოციაციური რუკის გამოყენებით ასაუბრა მოსწავლეები საქართველოს სოციალურ/პოლიტიკურ მდგომარეობაზე X საუკუნის ბოლოს. შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად (4 ჯგუფი) და პრეზენტაციის სახით წარადგინეს მოძიებული ინფორმაცია . გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური ლიდერის როლზე ქვეყნის ისტორიში.
გაკვეთილის ამსახველი მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/nanabichashvili/jVYlHB?feat=directlink
გაკვეთილს ესწრებოდა: ე.შიუკაშვილი,ნ.ჩხიკვაძე,ნ.ლობჟანიძე,ლ.ახალაძე,ქ. მამულაშვილი, სკოლის სასწავლო ნაწილი: მ.ჯიმშელაძე და სკოლის დირექტორი : ნ. ღოლიჯაშვილი

სამოდელო გაკვეთილი ,,საქართველო და დიდი დამპყრობლები”

27 თებერვალს, ქ.რუსთავის #20 საჯ.სკოლის 11ბ კლასში ნ.ბიჭაშვილმა ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ,,საქართველო და დიდი დამპყრობლები”.
გაკვეთილი იყო სამფაზიანი, მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებელმა გამოიყენა შემდეგი ინტერაქტიული მეთოდები: ვ.მ.ვ. (ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე);ასოციაციური რუკა; T - სქემა; კითხვათა ნიშანთა სისტემა.
ნანა მასწავლებლის წინასწარი დავალებით მოსწავლეებს ჰქონდათ მოძიებული მასალა შემდეგ თემებზე : მონღოლები ,არაბები და თურქ-სელჩუკები. გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და პრეზენტაციის სახით წარადგინეს თავისი ნამუშევრები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები წარსულსა და აწმყოს შორის, განიხილეს საქართველოს ,,ქართლის ცხოვრებისეული” დახასიათება და იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
გაკვეთილს ესწრებოდა მ.ნინიაშვილი
გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/nanabichashvili/CjAzhH?feat=directlink

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული

23 თებერვალს ქ.რუსთავის #20 საჯ. სკოლაში დაიწყო საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ გონისძიებებს შორის პირველი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოებების გამოფენა.
ნანა ბიჭაშვილის მოსწავლეების მიერ დამზადებულმა კედლის გაზეთებმა დირექციის და ჩვენი სკოლის პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

25 თებერვალი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა

მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემას საგანმანათლებლო კვირეული და ლიტერატურული აქცია მიეძღვნა.

კვირეულის ფარგლებში, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ სკოლაში საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით მოაწყო სხვადასხვა სახის სასკოლო ღობისძიებები: ლექციური ტიპის გაკვეთილები, დოკუმენტალური ფილმის ჩვენება, გამოფენები, დისკუსიები, ლიტერატურული აქციები.


  • 18 თებერვალს ჩავატარე ლექციური ტიპის გაკვეთილები მე-11, მე-12 კლასებში

  • 19 თებერვალს ვაჩვენე მე-9, მე-10, მე-11 კლასელებს თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტალური ფილმი.
ფოტო მასალა იხილეთ:

http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/UBKKjG?feat=directlink

CV

ნანა მერაბის ასული ბიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1973 წლის 19 მაისი
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის I გასასვლელი, ბინა-3, ოთახი-70
ტელეფონი: 17-75-31 მობ: 895 286 280
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
განათლება: უმაღლესი

2000წ. 18.09-დან ვმუშაობ ქ. რუსთავის 20-ე საჯარო სკოლაში ისტორიისა და ინგლისური ენის მასწავლებლად.
1992-97 წლებში ვსწავლობდი არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე წარჩინებით.
1990-97 წლებში ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე.
1990წ. დავამთავრე ქ. რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.
ვფლობ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.