სამოდელო გაკვეთილი,,დავით აღმაშენებელი”

27 მარტს ნანა ბიჭაშვილმა 9 დ კლასში( კლ.დამრიგებელი ლ.ახალაძე) ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,დავით აღმაშენებელი”.
გაკვეთილი იყო სამფაზიანი (პროვოცირება-პრეზენტაცია-შემაჯამებელი მსჯელობა)მასწავლებელმა მოსწავლეებთან მუშაობისას გამოიყენა შემდეგი ინტერაქტიული მეთოდები: ასოციაციური რუკა, კითხვები, პრეზენტაცია.
მასწავლებლისგან მოსწავლეებს ჰქონდათ დავალებული მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, საქართველოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალულ მდგომარეობაზე მე-11 საუკუნეში, ეთნოგრაფიული მასალა.
გაკვეთილის დასაწყისში ნანა მასწავლებელმა , ასოციაციური რუკის გამოყენებით ასაუბრა მოსწავლეები საქართველოს სოციალურ/პოლიტიკურ მდგომარეობაზე X საუკუნის ბოლოს. შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად (4 ჯგუფი) და პრეზენტაციის სახით წარადგინეს მოძიებული ინფორმაცია . გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური ლიდერის როლზე ქვეყნის ისტორიში.
გაკვეთილის ამსახველი მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/nanabichashvili/jVYlHB?feat=directlink
გაკვეთილს ესწრებოდა: ე.შიუკაშვილი,ნ.ჩხიკვაძე,ნ.ლობჟანიძე,ლ.ახალაძე,ქ. მამულაშვილი, სკოლის სასწავლო ნაწილი: მ.ჯიმშელაძე და სკოლის დირექტორი : ნ. ღოლიჯაშვილი

სამოდელო გაკვეთილი ,,საქართველო და დიდი დამპყრობლები”

27 თებერვალს, ქ.რუსთავის #20 საჯ.სკოლის 11ბ კლასში ნ.ბიჭაშვილმა ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ,,საქართველო და დიდი დამპყრობლები”.
გაკვეთილი იყო სამფაზიანი, მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებელმა გამოიყენა შემდეგი ინტერაქტიული მეთოდები: ვ.მ.ვ. (ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე);ასოციაციური რუკა; T - სქემა; კითხვათა ნიშანთა სისტემა.
ნანა მასწავლებლის წინასწარი დავალებით მოსწავლეებს ჰქონდათ მოძიებული მასალა შემდეგ თემებზე : მონღოლები ,არაბები და თურქ-სელჩუკები. გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და პრეზენტაციის სახით წარადგინეს თავისი ნამუშევრები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები წარსულსა და აწმყოს შორის, განიხილეს საქართველოს ,,ქართლის ცხოვრებისეული” დახასიათება და იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
გაკვეთილს ესწრებოდა მ.ნინიაშვილი
გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/nanabichashvili/CjAzhH?feat=directlink